ჯორჯიან მანგანეზის მხარდაჭერით, ზესტაფონში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბი გაიხსნა. სივრცე, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს და მუნიციპალიტეტის ცენტრის განვითარების ახალი შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ახალგაზრდებისთვის ინოვაციური იდეებისა და თანამშრომლობის პლატფორმად მოიაზრება, სადაც მათ შეეძლებათ ცოდნის მიღება, უნარების განვითარება და საკუთარი ინიციატივების რეალიზება.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებისა და ქალაქის სოციალურ-კულტურული ცხოვრების გააქტიურების მიმართულებით. ახალი სივრცე ხელს შეუწყობს არაფორმალურ განათლებას, კრეატიული იდეების მხარდაჭერასა და სამოქალაქო ჩართულობის ზრდას.


