...

ჭიათურაში LOUDspeakers-ის კონცერტი გაიმართა

ჭიათურაში LOUDspeakers-მა ღია ცისქვეშ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სტუმრებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

ჭიათურაში LOUDspeakers-მა ღია ცისქვეშ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სტუმრებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

“საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ჭიათურას, მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს და მსმენელს ასეთი ემოციებისთვის”, – განაცხადა ლევან ლაუდაძემ, LOUDspeakers-ის სოლისტმა.

Საკონცერტო საღამოები ჭიათურაში Adventure 2022-ის ფარგლებში გაიმართა.

ასევე, Adventure 2022-ის ფარგლებში, ფესტივალის დასკვნით საღამოს, ჭიათურელი მსმენელისა და ქალაქის სტუმრების წინაშე თანამედროვე ქართული მუსიკით Tamada წარსდგა.

საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი ქვე-ბრენდის Imereti Tour-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, უნიკალური ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურებოდა, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტს აქვს. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები.

ტურისტული ბანაკი, ნავებით შეჯიბრი ტბაზე, ველოგარბენი, სპელეოტურიზმი, მეკლდეურობა, ვია ფერატას შოუ, საკონცერტო საღამოები და ქორეოგრაფიული დადგმა მღვიმეში – ჭიათურაში აღმოჩენებით სავსე სამი დღე შედგა.

გაზიარება: