აშშ-ის საელჩოში, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დებატ კლუბის და საჯარო გამოსვლების ხელოვნების კურსში ჩართულ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
პროგრამა “სამოქალაქო კლუბის” პროექტის ფარგლებში წარიმართა ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან და აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით.
მონაწილეებს სერტიფიკატები აშშ-ის ელჩის მოადგილემ რაიან ჰარისმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიპლომატმა ალთეა ქოლი მერფიმ გადასცეს.


