...

“წაიღე მოგონებები ჭიათურიდან” – ქალაქის ქუჩებში ახალი ფერები გაჩნდა

ეკოჭიათურის ინიციატივითა და “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ქალაქ ჭიათურაში კრეატიული და შთამბეჭდავი ფერები გაჩნდა.

ეკოჭიათურის ინიციატივითა და “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ქალაქ ჭიათურაში კრეატიული და შთამბეჭდავი ფერები გაჩნდა. ქუჩის მხატვრობა ახლა უკვე არაერთ შენობას ამშვენებს, დევიზით “წაიღე მოგონებები ჭიათურიდან”.

“ეკოჭიათურის” ინიციატივით, ჭიათურაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14-სართულიან შენობას, რომელიც სხვადასხვა ფერად შეიღება და ქალაქის მნიშვნელოვან სანახაობად იქცა.

ჭიათურაში, ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამონტაჟდა ატრაქციონები, რომელიც ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. ადგილზე ორივე ქალაქისთვის რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

გაზიარება: