“ჯორჯიან მანგანეის” მხარდაჭერით, ჭიათურის “მათემ“ რაგბში საქართველოს რეგიონული ლიგა მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ჭიათურის გუნდმა რუსთავს 23-18 სძლია და პირველ ლიგაში გადაინაცვლა.
გამარჯვებული მორაგბეები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, “ჯორგიან მანგანეზის” წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ დააჯილდოვეს.
„ჯორჯიან მანგანეზი” ჭათურისა და ზესტაფონის რაგბის გუნდების გენერალური სპონსორია. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე რაგბის განვითარებას და მომავალ თაობაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.
რეგიონებში სპორტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარდამჭერებს შორის კი ლიდერია “ჯორჯიან მანგანეზი”. კომპანია ქართველი სპორტსმენების გვერდით დგას და მომავალშიც გააგრძელებს რაგბის და სპორტის სხვა სახეობების დაფინანსებას.


