...

GM აკადემია თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის

GM აკადემია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სასწავლებელია, რომელიც კომპანიაში დასაქმებულთა პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

GM აკადემია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სასწავლებელია, რომელიც კომპანიაში დასაქმებულთა პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აკადემიის მიზანია, გადაამზადოს და კვალიფიკაცია აუმაღლოს კომპანიის საწარმოს თანამშრომლებს და შექმნას ბაზარზე კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსი. აქ საწარმოო მიმართულებით სწავლება მიმდინარეობს, თუმცა აკადემიის ამოცანა ადმინისტრაციული და შუა რგოლის მენეჯერების პროფესიული და ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესებაცაა.

„ჩვენი ამოცანაა, თანამშრომლებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ორიენტირებულია როგორც პროფესიული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, ასევე პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. სამთო მოპოვების საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვლინდება ვიწრო და დარგობრივი სპეციალისტების სიმწირე, რაც ჩვენთვის ძალიან პრობლემურია. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ “GM აკადემია” აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი დიდი კომპანიისთვის, როგორიც „ჯორჯიან მანგანეზია“ და მისი არსებობა მნიშვნელოვანია ასევე რეგიონისა და მისი განვითარებისთვის“, – გვეუბნება „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ ქუთათელაძე.

“GM აკადემია” უზრუნველყოფს პრაქტიკაზე დაყრდნობით სწავლებასა და უწყვეტ განათლებას თანამშრომლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე და საშიშ პირობებში ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას. აკადემიის მიზანია, გამოზარდოს ისეთი პროფესიული და დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები, რომლებიც საწარმოო საქმიანობის მოთხოვნებს უპასუხებენ. პროფესიული გადამზადების საფუძველზე, შუა რგოლის მენეჯერები და სხვა სპეციალისტები შეძლებენ სამთო საწარმოში ძირითადი სამუშაოების შესრულებას და მათზე კონტროლის განხორციელებას, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეუსაბამობების დროულ აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრას, რაც დასაქმებულებს საწარმოო ტრავმებს აარიდებს.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კადრების პროფესიული განვითარების სტრატეგიაც შეიმუშავა იმისათვის, რომ თანამშრომლებმა უფრო ეფექტურად აიმაღლონ პროფესიული უნარები და მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება. პროექტის მთავარი სტრატეგია – კომპანიის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების გეგმა 2021 წლის დასაწყისში ზედმიწევნით გაიწერა და შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანი გარემოდან გამომდინარე, პერიოდულად იხვეწება. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინირებით, შეიქმნა სამთო-მოპოვებითი საქმიანობის 6 ძირითადი საწარმოო დარგის პროფესიული მოკლევადიანი (3-4-თვიანი) კურსები, რომლებიც გულისხმობს შემდეგ პროფესიებში გადამზადებას: გვირაბგამყვანი, ამფეთქებელი, ელმავლის მემანქანე, ქვესადგურის მორიგე, ვენტილატორის მემანქანე, სკრეპერის მემანქანე.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროფესიაში თანამშრომელთა გადამზადებას “GM აკადემია” მაღალი სტანდარტების მიხედვით ახორციელებს.

გაზიარება: