GM-ი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი აბსოლუტური ჩემპიონია

ჯორჯიან მანგანეზის საფეხბურთო გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჯორჯიან მანგანეზის საფეხბურთო გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სადებიუტო გათამაშების ფინალურ ეტაპზე გუნდი სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს, შსს-ს გუნდს დაუპირისპირდა.

სეზონის ყველაზე დაძაბული და ემოციური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. GM-ის -ს მხრიდან გოლით ბესო ფერაძე გამოირჩა.

მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გუნდის მეკარემ, ოთარ მაჭავარიანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო. მისმა საიმედო თამაშმა გუნდს ისტორიული გამარჯვება და ჩემპიონის თასი მოუტანა.

გაზიარება: