ჯორჯიან მანგანეზის საფეხბურთო გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პირველი აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სადებიუტო გათამაშების ფინალურ ეტაპზე გუნდი სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს, შსს-ს გუნდს დაუპირისპირდა.
სეზონის ყველაზე დაძაბული და ემოციური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. GM-ის -ს მხრიდან გოლით ბესო ფერაძე გამოირჩა.
მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გუნდის მეკარემ, ოთარ მაჭავარიანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო. მისმა საიმედო თამაშმა გუნდს ისტორიული გამარჯვება და ჩემპიონის თასი მოუტანა.


